კატეგორიები

სერგეი ლავროვი – უკრაინული მხარე მოქალაქეებს მარიუპოლიდან ევაკუაციის საშუალებას არ აძლევს

სერგეი ლავროვი – უკრაინული მხარე მოქალაქეებს მარიუპოლიდან ევაკუაციის საშუალებას არ აძლევს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება სამოქალაქო პირებს ევაკუაციის საშუალებას არ აძლევს, ან ხელს უშლის მათ გაიარონ ჰუმანიტარული დერეფნები, რომლებიც  რუსულმა და უკრაინულმა მხარემ შექმნა.

ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტი დაადანაშაულა იმაში, რომ ზელენსკი კონფლიქტის მოსაგვარებლად ნატოს დახმარებას ელის და არ ცდილობს მოლაპარაკებების გზა აირჩიოს.

“დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან გვაცნობეს, რომ მარიუპოლის ხელისუფლება უარს ამბობს მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე. დერეფანი რუსმა სამხედროებმა შექმნეს. ასევე არსებობს ინფორმაცია ხერსონიდან, რომ როდესაც ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა, ჩვენი საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლებს ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე ხერსონის ხელისუფლებამ უარი უთხრა”, -აცხადებს სერგეი ლავროვი.

 

Related news
აფეთქება მოსკოვში – დაიღუპა პოლიციელი და თავდამსხმელი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში რუსეთის ომში დაღუპულთა ქვრივებს შეხვდა
სხვა ამბები