კატეგორიები

მარიუპოლში მოსახლეობის ევაკუაცია გადაიდო

მარიუპოლში მოსახლეობის ევაკუაცია გადაიდო

“რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. გაიხსნა ჰუმანიტარული დერეფნები მარიუპოლისა და ვოლნოვახში მცხოვრებთათვის” – ცნობას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საბრძოლო მოქმედებები შაბათს, მოსკოვის დროით 10:00 საათზე უნდა შეჩერებულიყო, თუმცა მარიუპოლის საკრებულომ 12:40 წუთზე განაცხადა, რომ რუსული ძალების მიერ დაბომბვა გაგრძელდა და მოსახლეობის ევაკუაცია გადაიდო.

„დღეს, 5 მარტს მოსკოვის დროით დილის 10 საათიდან, რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და გახსნა ჰუმანიტარული დერეფნები მარიუპოლიდან და ვოლნო ვახიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გასასვლელად“, -ამბობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი.

ჰუმანიტარული დერეფნები და გასასვლელი მარშრუტები უკრაინულ მხარესთან შეთანხმებული იყო, დააზუსტა მან.

“ჩემი სახლი მთლიანად დაიწვა, ასანთივით აალდა. ჩემი ოთხი ძაღლი სახლში დარჩა.  ძლივს მოვახერხეთ ცოცხლები გამოვსულიყავით.  სახლში დედასთან და შვილთან ერთად ვიყავი, ირგვლივ ყველაფერი იწვოდა. ჩვენ არაფერი დაგვრჩა“,-ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სულ 2037 სამხედრო ობიექტს დაარტყეს, რასაც ქვეყნის მთავრობა “უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.

 

დაკავშირებული ამბები
კიევში მიესალმებიან კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „ჯოჯოხეთური სანქციების“ მიღებას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კანადა უკრაინას 350 მილიონ კანადურ დოლარს გამოუყოფს
სხვა ამბები