კატეგორიები

ზელენსკიმ მოსახლეობას მიმართა

ზელენსკიმ მოსახლეობას მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 მარტს, დილით, გაკეთებულ ვიდეო მიმართვაში უკრაინელებს მოუწოდა, გააგრძელონ ბრძოლა და წინააღმდეგობის გაწევა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ გასული 7 დღის განმავლობაში 9000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სადაც არ უნდა წავიდეს მტერი, ყველგან გაანადგურებენ. მისივე თქმით, აგრესორები უკრაინაში მშვიდად ვერ იქნებიან, მათ არ ექნებათ საკვებიც. ზელენსკი ამბობს, რომ ოკუპანტები უკრაინელებისგან მხოლოდ ერთ რამეს მიიღებენ და ეს არის წინააღმდეგობა. გააფთრებული წინააღმდეგობა, ისეთი, რომელიც მათ ყოველთვის ემახსოვრებათ. უკრაინელები არ დათმობენ იმას, რაც მათია. ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსებს არ დაავიწყდებათ ეს პატრიოტული ომი და როგორც დამთავრდება ის თავდამსხმელებისთვის.

დაკავშირებული ამბები
უკრაინა ტერიტორიული საკითხების განხილვას მხოლოდ ლიდერების დონეზე აპირებს სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინში - რუსეთმა უკრაინის ოლქები ისევ დაბომბა
სხვა ამბები