კატეგორიები

ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას “ბარბაროსულს” უწოდებს

ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას “ბარბაროსულს” უწოდებს

ჩვენ გავყინავთ რუსულ აქტივებს ევროკავშირში და შევაჩერებთ რუსული ბანკების წვდომას ევროპის ფინანსურ ბაზრებზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ „ბარბაროსული თავდასხმის“ საპასუხოდ უმკაცრესი სანქციები იქნება.

„ჩვენ გავყინავთ რუსულ აქტივებს ევროკავშირში და შევაჩერებთ რუსული ბანკების წვდომას ევროპის ფინანსურ ბაზრებზე. ჩვენ ვგმობთ ამ ბარბაროსულ თავდასხმას და ცინიკურ არგუმენტებს, რომელიც მის გასამართლებლად გამოიყენება. ეს სანქციები შექმნილია იმისთვის, რომ მძიმე ზიანი მიადგეს კრემლის ინტერესებსა და ომის დაფინანსებას. ჩვენ ვიცით, რომ მილიონობით რუსს არ სურს ომი. ჩვენ, პრეზიდენტ პუტინს არ მივცემთ უფლებას, შეცვალოს კანონის უზენაესობა. გაიმარჯვებს უკრაინა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

დაკავშირებული ამბები
ირანის ომმა მსოფლიოს ქვეყნებში საავიაციო საწვავის ამოწურვის რისკი გააჩინა მოსკოვი ადასტურებს მალიში რუსეთის „აფრიკული კორპუსის“ წევრებს შორის დანაკარგებს
სხვა ამბები