კატეგორიები

ხვალ ,,დიდი შვიდეულის” ლიდერების შეხვედრა გაიმართება

ხვალ ,,დიდი შვიდეულის” ლიდერების შეხვედრა გაიმართება

“დამიკავშირდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ჩვენ ახლახან დავასრულეთ საუბარი. მე დავგმე რუსეთის სამხედრო ძალების ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„მე მას ვაცნობე იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ საერთაშორისო დაგმობისთვის, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოში. მან მთხოვა, მოვუწოდო მსოფლიოს ლიდერებს, მკაფიოდ ისაუბრონ პრეზიდენტ პუტინის შემზარავი აგრესიის წინააღმდეგ და დადგნენ უკრაინელი ხალხის გვერდით. ხვალ მე შევხვდები „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს და შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას“, – განაცხადა ბაიდენმა.

Related news
ირანმა ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა სტამბოლში ათიათასობით მოქალაქემ ექრემ იმამოღლუს ერთწლიანი პატიმრობა გააპროტესტა
სხვა ამბები