კატეგორიები

გერმანიამ გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა

გერმანიამ გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაზსადენის, “ჩრდილოეთი ნაკადი 2”-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.

”უახლესი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გადავაფასოთ სიტუაცია, განსაკუთრებით „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-თან დაკავშირებით”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს სთხოვა, გადაედგა ნაბიჯები, რათა ამ მომენტში სერტიფიცირების პროცესი აღარ გაგრძელდეს.

„ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები შეაფასებენ მიწოდების უსაფრთხოებას,  რაც შეიცვალა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების- დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

დაკავშირებული ამბები
გაეროში აცხადებენ, რომ 2.4 მილიონ ლტოლვილს 2027 წელს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწევს „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
სხვა ამბები