კატეგორიები

ბრიტანეთი ხუთ რუსულ ბანკსა და პუტინის მოკავშირეებს სანქციებს უწესებს

ბრიტანეთი ხუთ რუსულ ბანკსა და პუტინის მოკავშირეებს სანქციებს უწესებს

ბრიტანეთი ხუთ რუსულ ბანკს და სამ ფიზიკურ პირს, მათ შორის ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეს გენადი ტიმჩენკოს სანქციებს უწესებს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

„ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი ფლობენ გაერთიანებულ სამეფოში, გაიყინება და სანქცირებულ პირებს აეკრძალებათ აქ მოგზაურობა”, – აღნიშნა ჯონსონმა.

ბორის ჯონსონი აცხადებს,რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმისთვის საბაბს ქმნის.

„ეს არის პირველი ნაწილი იმისა, რის გასაკეთებლადაც მზად ვართ. უნდა მოვემზადოთ პუტინის გეგმის შემდეგი შესაძლო ეტაპებისთვის. პუტინი ქმნის საბაბს სრულმასშტაბიანი შეტევისთვის“,- აღნიშნა პრემიერმა.

 

დაკავშირებული ამბები
ირანის ომმა მსოფლიოს ქვეყნებში საავიაციო საწვავის ამოწურვის რისკი გააჩინა მოსკოვი ადასტურებს მალიში რუსეთის „აფრიკული კორპუსის“ წევრებს შორის დანაკარგებს
სხვა ამბები