კატეგორიები

სამართალდამცველებმა ევროპაში ნარკომოვაჭრეთა ქსელი გამოავლინეს

სამართალდამცველებმა ევროპაში ნარკომოვაჭრეთა ქსელი გამოავლინეს

შვიდი სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცველებმა სპეციალური ოპერაციის შედეგად, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. დაპატიმრებულებს კოკაინი ალბანეთის გავლით ევროპაში შემოჰქონდათ.

„ევროჯასტისა“ და ევროპოლის ძალისხმევით, ესპანეთსა და ბელგიაში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. პოლიციელებმა 80-მდე ადგილი გაჩხრიკეს და 45 ეჭვმიტანილი დააკავეს.

ბელგიის პროკურატურის სპიკერი ერიკ ფონ დერ სიფტი აღნიშნავს, რომ ნარკომოვაჭრეებს ნარკოტიკები ევროპაში, ძირითადად ანტვერპენისა და როტერდამის გავლით შემოჰქონდათ, შემდეგ კი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ანაწილებდნენ.

კრიმინალური ქსელის წარმომადგენლები რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ხორვატიასა და ესპანეთში, ნარკოტიკებით ვაჭრობიდან შემოსულ ფულს სხვადასხვა კომპანიის საშუალებით ათეთრებდნენ.

Related news
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ბირთვული შეკავების განახლებულ ხედვას წარადგენს უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა
სხვა ამბები