მთავარიევროპაუკრაინარას ამბობენ უკრაინელი ჯარისკაცები

რას ამბობენ უკრაინელი ჯარისკაცები

უკრაინის აღმოსავლეთში მყიფე მშვიდობის პირობებში ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები ვითარების ესკალაციას ელიან.

ლუჰანსკის რეგიონში მდებარე ნოვოო ალექსანდრივკაში მდებარე საცეცხლე წერტილს პატარა გარიზონი ამაგრებს, ვოლოდიმირი ამბობს, რომ თავდაცვისათვის მზად არიან.

”ჩვენ უკეთესი მომავლის იმედი გვაქვს, ამავე დროს თუ საჭირო გახდება თავს დავიცავთ, იმედი მაქვს თავდასხმა არ იქნება”, – ამბობს უკრაინელი ჯარისკაცი.

მტრის თავდასხმის პირველ მიმართულებაზე უკრაინელ ჯარისკაცებში სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, ზოგი მიიჩნევს, რომ რუსული არმია პირველად ხარკოვს შეუტევს, ზოგი კი ფიქრობს, რომ მტერი შავი ზღვის სანაპიროებზე გადასხამს დესანტს. უკრაინელ ჯარისკაცებს იმედი აქვთ, რომ მშვიდობა შენარჩუნდება, მაგრამ თავდასხმას ელიან.

“ჩვენი საზღვაო სამხედრო ძალები მასიურ შეტევას ვერ გაუძლებენ, შესაბამისად სანაპიროებს მტერი ადვილად დაიკავებს. მე ასე ვფიქრობ, ყველა ელის შეტევას ხარკოვისა და დონბასში მაგრამ ეს მცდარი მოსაზრებაა, რუსეთი თავს ზღვიდან დაგვესხმება”, – მიიჩნევს უკრაინელი ჯარისკაცი ვიქტორ ბელიკოვი.

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედრო კრიზისი კულმინაციას აღწევს, სახელმწიფოს ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ საზღვრებთან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების, სამხედრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალებია თავმოყრილი და ჯარების კონცენტრაცია ამ მომენტშიც მიმდინარეობს.

ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო უკრაინულ – რუსული ომის დაწყებისთვის ემზადებიან. ვაშინგტონმა 9 ათასამდე ჯარისკაცის მობილიზაცია, აღმოსავლეთ ევროპული, ნატოს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე სასწრაფო წესით გადასროლისათვის ბრძანება უკვე გასცა.

რუსეთის შეიარაღებული ძალები კი უკრაინის გარშემო კონცენტრაციას აგრძელებენ. მოსკოვმა დასავლეთისათვის წაყენებულ ულტიმატუმზე მტკიცე უარი მიიღო, მაგრამ ამავე დროს დასავლეთში აცხადებენ, რომ დიალოგის გაგრძელებისათვის მზად არიან. უკრაინელი ჯარისკაცები კი აცხადებენ, რომ სამშობლოს დაცვისათვის მზად არიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend