კატეგორიები

ესპანეთში „სამი მეფის“ ტრადიციული აღლუმი გაიმართა

ესპანეთში „სამი მეფის“ ტრადიციული აღლუმი გაიმართა

მადრიდში პატარების გასახარებლად  სამი მეფისადმი მიძღვნილი ტრადიციული  აღლუმი გაიმართა, რომელიც გასულ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა.

წვიმის მიუხედავად, ათასობით ოჯახი ესპანეთის დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდა და თვალს ადევნებდა შთამბეჭდავი მექანიკური თოჯინების, დეკორატიული მოძრავი პლატფორმებისა და ბიბლიური მოგვების მსვლელობას.

ესპანეთში ვირუსის გადაცემის მაღალი მაჩვენებლის გამო მთავრობის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას პირბადის გამოყენება მოსთხოვეს. ასევე გაუქმდა ბავშვებისთვის ტკბილეულის გადაცემის ტრადიციული ცერემონია.

ესპანეთში ნათლისღების დღესასწაული უკავშირდება 3 მეფეს ანუ 3 ბრძენ ადამიანს, რომლებიც კაშკაშა ვარსკვლავს გაჰყვნენ, რათა ბეთლემში ახლად დაბადებული იესოსთვის საჩუქრები მიეძღვნათ.

ტრადიციულად ესპანეთსა და ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში ადამიანები საშობაო საჩუქრებს სწორედ ნათლისღების დღესასწაულზე გადასცემენ ერთმანეთს.

დაკავშირებული ამბები
ესპანურმა სასამართლომ ქვეყნის პრემიერის ძმა, დავით სანჩესი გაამტყუნა ძლიერ ხანძარს ესპანეთის სამხრეთ ნაწილში სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა
სხვა ამბები