მთავარიმსოფლიოევროპაკოვიდი და ევროპის ზამთრის კურორტები

კოვიდი და ევროპის ზამთრის კურორტები

ზალცბურგის ზამთრის კურორტებზე დაწესებული რეგულაციების გამო ჯავშნები არა მხოლოდ წინასაშობაოდ გაუქმდა, არამედ მთლიანად ზამთრის სეზონზე. 25 დეკემბრიდან ავსტრიაში გამკაცრდება წესები დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, დანიიდან და ნორვეგიიდან შემოსული მოგზაურებისთვის. მათ 10-დღიანი კარანტინის გავლა მოეთხოვებათ.

ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე იოჰან ალპენდორფი ამბობს, რომ გერმანელმა სტუმრებმაც გააუქმეს ჯავშნები, რადგან ბავშვებს, რომლებიც არ არიან აცრილი,  სახლში დასაბრუნებლად 10-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა უწევთ.

ბულგარეთში კი კურორტებზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გახსნილია. წელს, გასულ წელთან შედარებით, ორჯერ არის გაზრდილი ჯავშნების რაოდენობა. საახალწლოდ და საშობაოდ ბანსკოში თითქმის ყველა სასტუმროს ნომერია დაჯავშნილი.

ბოროვეცის სასტუმროების პროფკავშირების დირქეტორთა საბჭოს წევრი ბლაგოვესტა ტომოვა აღნიშნავს,  რომ მათი სტუმრების 40 პროცენტი დიდი ბრიტანეთიდანაა, მათ ძალიან მოსწონთ ბულგარეთი. მისი თქმით, ტურისტულ ადგილებში, რამდენიმე შიდაბაზარია.  ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, ბევრი დამსვენებელი ჰყავდეთ.

ევროპის სხვა ქვეყნებში კი გრძელდება ზამთრის სათხილამურო სეზონი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend