გაერთიანებულმა ოპოზიციამ აფხაზეთში, 21 დეკემბრის აქციის შემდეგ,პარლამენტის მიერ დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას იმპიჩმენტი მოითხოვა. ოპოზიცია ითხოვს ასევე, დე-ფაქტო პრეზიდენტის ყველა ენერგეტიკული, ქონებრივი და საგარეო პოლიტიკური ინიციატივის დაბლოკვას. 21 დეკემბერს გამართული აქციის შემდეგ, დე ფაქტო ხელისუფლებით უკმაყოფილო გაერთიანებულმა ოპოზიციამ პარლამენტთან მობილიზებული კორდონის გარღვევა და შენობაში შესვლა სცადა.