კატეგორიები

ამერიკის პრეზიდენტმა ქარიშხლისგან დაზარალებული შტატები მოინახულა

ამერიკის პრეზიდენტმა ქარიშხლისგან დაზარალებული შტატები მოინახულა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კენტუკის შტატში  ჩავიდა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ  ქარიშხალი  ტორნადო დაატყდა თავს და ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამერიკის პრეზიდენტი დაზარალებულებს შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა.

მან ასევე მოინახულა სტიქიისგან დაზარალებული ქალაქები, რომელთა ამოცნობა ნანგრევების ფონზე შეუძლებელიც კი იყო. ჯო ბაიდენი მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ყველაფერს გააკეთებს მათ დასახმარებლად.

კენტუკი და მიმდებარე 5 შტატი ქარიშხალმა ტორნადომ რამდენიმე დღის წინ ნანგრევებად აქცია. ოფიციალური ინფორმაციით, 88 ადამიანი გარდაიცვალა, 100-ზე მეტი  კი დაკარგულად ითვლება.

,,ვაპირებ ყველაფერი გავაკეთო, რაც საჭიროა შტატში დაზარალებულების დასახმარებლად. ადგილობრივი ლიდერების მხარდაჭერით თქვენ მალე შეძლებთ აღიდგინოთ ძალები და დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს“- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ფედერალური მთავრობა  30 დღის განმავლობაში  გადაუდებელ ხარჯებს სრულად დაფარავს.

ამ დროისთვის კენტუკიში ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა სახლის გარეშეა დარჩენილი. ისინი დროებითი საცხოვრებელი სახლების ნაკლებობაზე საუბრობენ. დაზარალებულები მოითხოვენ, რომ დახმარება  დროულად  აღმოუჩინონ.

დაკავშირებული ამბები
აშშ კუბას ორმხრივ ურთიერთობებში „სრულიად ახალი გზის“ მშენებლობას სთავაზობს „ეს როტაციის გადავადებაა“, - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლონეთიდან 4000 სამხედროს გაყვანაზე
სხვა ამბები