კატეგორიები

უკრაინა მიგრანტთა კრიზისისათვის ემზადება

უკრაინა მიგრანტთა კრიზისისათვის ემზადება

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის შენაერთები ბელარუსთან სახელმწიფო საზღვრის მიდამოებში წვრთნებს აგრძელებენ. მიზანი კი სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტთა შემოდინების შემთხვევაში, მასობრივი და უკანონო მიგრაციისათვის ხელის შეშლაა.

“ჩვენ ნებისმიერი სცენარისათვის ვემზადებით. ამ მომენტისათვის საზღვარი კარგად არის დაცული და გამაგრებული“ – აცხადებს უკრაინის სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანი მარგარიტა ვერშინინა.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის შენაერთებთან ერთად წვრთნებში სპეციალური დანიშნულების რაზმებიც მონაწილეობენ.

ბელარუსის მიერ მიგრანტთა ევროკავშირის წევრი აღმოსავლეთ ევროპული  სახელმწიფოების დესტაბილიზაციის მიზნით გამოყენების ფონზე, ბრიუსელმა ბელარუსელ მაღალჩინოსნებსა და ბელარუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა.

ამ მომენტისათვის უკრაინის სასაზღვრო სამსახურის 9 ათასამდე ჯარისკაცია მობილიზებული ბელარუსთან სახელმწიფო საზღვარზე.

წელს უკვე 8 ათასამდე მიგრანტმა შეაღწია ევროკავშირის ტერიტორიაზე ბელარუსის გავლით.

 

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირმა უკრაინისთვის გამოყოფილი 90-მილიარდიანი სესხის განბლოკვისთვის შიდა პროცედურა დაიწყო უკრაინამ დრუჟბის მილსადენი შეაკეთა და ევროკავშირისგან დახმარების პაკეტის განბლოკვას ელის
სხვა ამბები