კატეგორიები

ფრანგი მეცნიერები ინოვაციური თევზსაჭერი ბადის შექმნაზე მუშაობენ

ფრანგი მეცნიერები ინოვაციური თევზსაჭერი ბადის შექმნაზე მუშაობენ

ქალაქ ლორიანში ფრანგი მეცნიერები ფიქრობენ,  რომ მიაკვლიეს ხერხს, რომელიც მოაგვარებს გადაჭარბებული თევზჭერის პრობლემას. მათ გამოიგონეს ახალი ჭკვიანი ბადე, რომელსაც შეუძლია თევზის დახარისხება, სანამ მას ნავზე მოათავსებენ. ეს მოწყობილობა, რომელიც ჯერ კიდევ გამოკვლევის პროცესშია, აღჭურვილია კამერებითა და სენსორებით.

ფრანგი მკვლევარი ჟულიენ სიმონი ამბობს, რომ თევზის სხვადასხვა სახეობა ფერებითაა აღნიშნული, ლურჯი სკუმბრიაა, ხოლო ვარდისფერი – სარდინები. მისი თქმით, მეთევზეები უკეთესად ხედავენ ყველაფერს და შეუძლიათ შესაბამისად იმოქმედონ.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს ინფორმაციით, ყოველ წელს დაახლოებით 20 მილიონ ტონას, ანუ დაჭერილი თევზების 25%-ს, უკან ზღვაში აბრუნებენ. მაჩვენებელი თევზის სახეობების მიხედვით იცვლება.

სათევზაო გემების კომპანიის ხელმძღვანელი ერიკ გინიეკი ამბობს, რომ რთულია გემბანზე დახოცილი თევზების დახარისხება. უმჯობესია, ეს   წყალქვეშ გაკეთდეს. მისი თქმით, ამ ბადის საშუალებით კარგად ჩანს, რა მოჰყვება ბადეს.

მეცნიერები ასევე მუშაობენ ბადის სარქველების შექმნაზე. სარქველების საშუალებით ის თევზები, რომლებიც მეთევზეებს არ სჭირდებათ, ბადისგან ადვილად გათავისუფლდებიან. კიდევ ერთი უპარატესობა აქვს ე.წ. ჭკვიან ბადეს. ის ზღვის ფსკერს არ აზიანებს.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთის თვითმმართველობის არჩევნები როგორც წინასწარი სამზადისი საპრეზიდენტო რბოლამდე პარიზი მზად არის, ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებას კოორდინირება გაუწიოს
სხვა ამბები