ავსტრიაში პანდემიის დაწყებიდან საყოველთაო კარანტინი უკვე მეოთხედ გამოცხადდა. ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი და ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულ ნიშნულს აღწევს.
ვენაში ვაქცინაცია 2022 წლიდან სავალდებულო იქნება.
შეზღუდვები 13 დეკემბრამდე გაგრძელდება.
საშობაო პერიოდში რამდენიმე კვირით მოიხსნება დაწესებული შეზღუდვები. ბიზნესის მფლობელებისთვის ეს გადაწყვეტილება დიდი დარტყმაა.
“ნამდვილად არ გვიხარია. ეს ექვსი კვირა უკვე წინასწარ გვქონდა დაგეგმილი. აქ მუშაობა სახალისოდ გვეჩვენებოდა, არავის ეგონა, რომ საშობაო ბაზრობებს დაკეტავდნენ. ეს ჩვენთვის სამწუხარო ამბავია. ასე რომ, ნამდვილად არ ვართ კარგ განწყობაზე”,- ამბობს ერთ-ერთი დახლის მფლობელი საშობაო ბაზრობიდან.
რამდენიმე ქალაქში, მაგალითად, ზალცბურგსა და ლინცში, მომიტინგეები ახალი შეზღუდვებისა და სავალდებულო ვაქცინაციის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.
ბრიუსელში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული პროტესტი შეტაკებაში გადაიზარდა .
პოლიციამ წესრიგის აღსადგენად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ბელგიაში დისტანციური მუშაობა და პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. ამის მიზეზი ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდაა.
ჩეხეთი კი არავაქცინირებული მოსახლეობისთვის წესებს ამკაცრებს.
სილამაზის სალონსა თუ რესტორანში შესასვლელად აღარ იქნება საკმარისი კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
ორშაბათიდან კი კომპანიების ხელმძღვანელობამ ყოველკვირა უნდა მოსთხოვონ არავაქცინირებულ თანამშრომლებს ტესტის გაკეთება.
გერმანიამ უკვე გაამკაცრა ზომები: დაიკეტა ზოგიერთი საჯარო დაწესებულება, მთავრობა არავაქცინირებულებს განსაკუთრებით აკონტროლებს.ახლა გერმანიის ხელისუფლება ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად სხვადასხვა ღონისძიების გატარებას გეგმავს.