მთავარიმსოფლიოჩრდილოეთის ნაკადი 2 - ის პოლიტიკა

ჩრდილოეთის ნაკადი 2 – ის პოლიტიკა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენის პროექტის წარდგენიდან 10 წელი გავიდა.

პროექტის წარდგენისას არსებული დადებითი განწყობა კი მოსკოვის მიერ ჩრდილოეთის ნაკადი 2 – ის ამოქმედებასთან დაკავშირებით გადადგმულმა საგარეო პოლიტიკურმა ნაბიჯებმა რადიკალურად შეცვალა.

პროექტის მეორე ნაწილის ამოქმედების შედეგად მოსკოვისათვის შესაძლებელი გახდება ბუნებრივი აირი დასავლეთ ევროპას უკრაინის გვერდის ავლით მიაწოდოს.

ბუნებრივი აირის ფასი იმატებს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ დადებული პირობა ევროპისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების მოცულობის ზრდის შესახებ კი ჯერჯერობით შეუსრულებელ პირობად რჩება.

გეოპოლიტიკის მკვლევარი თომას ოდონელი აცხადებს, რომ კომპანია “გაზპრომი” ამ მომენტში განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს.

„რუსეთის ფედერაციის ბუნებრივი აირის რეზერვების შევსების მიზნით “გაზპრომი” განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს. “გაზპრომის” წარმომადგენელთა განცხადებით, პროცესი პირველ ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, ახლა აცხადებენ, რომ პროცესი 7 ნოემბერს დასრულდება. მათთვის აუცილებელია ამ ბუნებრივი აირს ექსპორტი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაწეული შრომა წყალში ჩაიყრება და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები შემოსავალს დაკარგავენ“, – ამბობს გეოპოლიტიკის მკვლევარი თომას ოდონელი.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გაზის გამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, სისტემაში რუსეთის ფედერაციიდან შემოსული ბუნებრივი აირის მოცულობა ივნისში არსებულ რაოდენობასთან შედარებით ხუთჯერ არის შემცირებული.

“რუსეთის ფედერაციაში ამ ეტაპზე ბუნებრივი აირის წარმოების მასშტაბების გათვალისწინებით, მისი სრული მოცულობით ტრანზიტი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის გავლით არის შესაძლებელი“, – ამბობს თომას ოდონელი.

ჩრდილოეთის ნაკადი 2 – ის მშენებლობა ორი თვის წინ დასრულდა. არსებობს მოსაზრება, რომ მოსკოვი ბუნებრივი აირის არასაკმარისი რაოდენობის მიწოდებით გამოწვეულ გართულებებს ბრიუსელზე ზემოქმედების მიზნით იყენებს და რუსეთის ფედერაციის საბოლოო მიზანია, ევროპა ახალი გაზსადენის გამოყენების დაწყებაზე დაითანხმოს.

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ამას უარყოფს, მაგრამ ფაქტია, რომ “გაზპრომი” ვლადიმერ პუტინის საჯარო დაპირებების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend