კატეგორიები

„თალიბანისა“ და ევროკავშირის ოფიციალური პირები პირველად შეხვდებიან ერთმანეთს

„თალიბანისა“ და ევროკავშირის ოფიციალური პირები პირველად შეხვდებიან ერთმანეთს

„თალიბანი“ დღეს, 12 ოქტომბერს პირველ პირისპირ შეხვედრას გამართავს ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან. ისინი აგრძელებენ მოლაპარაკებებს საერთაშორისო დახმარების მიღებასთან დაკავშირებით. ისლამისტები დოჰაში დიპლომატიური მისიით იმყოფებიან, რათა  მოიპოვონ აღიარება და მიიღონ საერთაშორისო დახმარება. მათ სურთ, თავიდან აიცილონ ჰუმანიტარული კრიზისი.

გაეროს ხელმძღვანელმა მსოფლიოს მოუწოდა, ავღანეთისთვის უფრო მეტი თანხა გამოეყო, თუმცა  შეშფოთებაც გამოთქვა  იმასთან დაკავშირებით, რომ „თალიბანი“ ქალებისა და გოგონების უფლებებს არღვევს.

ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან შეხვედრა შეერთებული შტატების მხარესთან გამართული მოლაპარაკებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დღეს, 12 ოქტომბერს, გაიმართება. „თალიბანის“ ინფორმაციით, ვაშინგტონი დასთანხმდა ჰუმანტარული დახმარების გაგზავნას იმ პირობით, თუ ის ავღანელი ხალხისთვის იქნება გაცემული. თუმცა ეს ნაბიჯი ჯერ კიდევ არ ნიშნავს „თალიბანის“ ფორმალურ აღიარებას.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპის განცხადებით აშშ ირანს ბირთვული იარაღით არ შეუტევს ღაზაში ისრაელის იერიშს სამი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა
სხვა ამბები