კატეგორიები

უკრაინაში ოლიგარქებს პოლიტიკაში ჩარევა აეკრძალებათ

უკრაინაში ოლიგარქებს პოლიტიკაში ჩარევა აეკრძალებათ

უკრაინის პარლამენტმა ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც ოლიგარქებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ და პოლიტიკაში არ ჩაერიონ.

კანონი პრეზიდენტ ზელენსკის თანაშემწეზე თავდასხმის მეორე დღეს მიიღეს. მმართველი გუნდის წევრებს მიაჩნიათ, რომ თავდასხმა რეფორმის ერთგვარი პასუხი იყო.

„უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწეს თავს დაესხნენ. 12-ჯერ ესროლეს. აქედან სამი მძღოლს მოხვდა. ეს არის ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებსა და რეფორმებზე პასუხი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ახალ კანონში ოლიგარქის მნიშვნელობაა განმარტებული.

საბჭო, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, განსაზღვრავს, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს ოლიგარქად.

ოლიგარქებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ეკრძალებათ, ხოლო მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტს, პრემიერსა და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს, მოეთხოვებათ, ახსნან, თუ რა ურთიერთობა აქვთ ოლიგარქებთან.

დაკავშირებული ამბები
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საერთაშორისო „ოთხი თავისუფლების“ ჯილდო მიენიჭა დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 - ზე მეტ ახალ დრონს გადასცემს
სხვა ამბები