კატეგორიები

ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე დიზაინერი ჯერემი სკოტის ჩვენება გაიმართა

ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე დიზაინერი ჯერემი სკოტის ჩვენება გაიმართა

ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე დიზაინერმა ჯერემი სკოტმა თავისი ნამუშევრები წარადგინა.

მოდის სახლის მოსკინოს ჩვენებაზე, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართა, ცისფერი, ღია ვარდისფერი, მწვანე, იასამნისფერი და კაშკაშა ყვითელი ფერები ჭარბობდა. დიზაინერის შთაგონების წყარო კი ბავშვების სათამაშოები და მულტფილმის რამდენიმე პერსონაჟი იყო.

მოსკინოს ჩვენებამ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ბრენდი ჩვენებებს ძირითადად მილანში აწყობს.

ჩვენება გახსნა მოდელმა ჯიჯი ჰადიდმა, რომელიც დედა 1 წლის წინ გახდა.

მას ბავშვის წყლის ბოთლი ეჭირა ხელში, ცალ მხარზე კი ვარდისფერი სპილოს მოსასხამი ჰქონდა მოფარებული. მის მსგავსად, სხვა მოდელებსაც მხიარული პერსონაჟების – დათუნიების, ჟირაფების, კნუტებისა და პატარა კრავების გამოსახულებიანი ტანსაცმელი ეცვათ. ნიუ-იორკის მოდის კვირეული კვირას, 12 სექტემბერს, დასრულდება.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპის თქმით, არ გეგმავს ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნას აშშ-ის პრეზიდენტი ირანს სამხრეთ ფარსის საბადოს განადგურებით ემუქრება
სხვა ამბები