კატეგორიები

“ბატაკლანის” ტერაქტში ბრალდებულების სასამართლო პროცესი ოთხშაბათს იწყება

“ბატაკლანის” ტერაქტში ბრალდებულების სასამართლო პროცესი ოთხშაბათს იწყება

2015 წლის 13 ნოემბერს პარიზის საკონცერტო დარბაზში ისლამურმა სახელმწიფომ ტერორისტული თავდასხმა მოაწყო. ISIS-ის თავდასხმის მთავარი სამიზნე „ბატაკლანის“ კლუბი გახდა.

ტერორისტების თავდასხმას 130 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულთა ახლობლები სასამართლო პროცესისთვის ემზადებიან და იმედს არ კარგავენ, რომ სამართლიანობა აღდგება.

სასამართლო პროცესზე, რომელიც ოთხშაბათს იწყება, 20 ბრალდებულის საქმეს განიხილავენ. 14 ბრალდებული სასამართლო პროცესს დაესწრება, ხოლო 6-ს განაჩენს დაუსწრებლად გამოუტანენ.

პარიზში მოქლაქეებმა ინციდენტის ადგილზე გარდაცვლილთა პატივსაცემად ყვავილები მიიტანეს და სანთლები აანთეს.

დაკავშირებული ამბები
საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1 წლით ადრე, ფრანგულ მედიაზე კრემლის გავლენები იზრდება საფრანგეთის საზღვაო ფლოტმა სანქცირებული რუსული ტანკერი დააკავა
სხვა ამბები