კატეგორიები

„პფაიზერს“ სრული ავტორიზაცია მიენიჭა

„პფაიზერს“ სრული ავტორიზაცია მიენიჭა

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „პფაიზერის“ ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

ადმინისტრაციამ „ფაიზერის“ ორი დოზის 16 წლიდან ასაკის პირებში გამოყენება დაამტკიცა.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადებით, „პფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინა ამიერიდან ბაზარზე Comirnaty-ის სახელწოდებით გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ „პფაიზერი“ პირველი ვაქცინაა, რომელსაც აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ სრული ავტორიზაცია მიანიჭა, აქამდე კი მას, „მოდერნასა“ და „ჯონსონის“ ვაქცინების მსგავსად მხოლოდ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული.

დაკავშირებული ამბები
არჩევნების საბოლოო შედეგებმა ისრაელის პოლიტიკური ჩიხი კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა საწვავზე გაზრდილი ფასების გამო საკრუიზო ხომალდმა მოგზაურობა შეწყვიტა
სხვა ამბები