კატეგორიები

ევროპის ქვეყნებში კოვიდსერტიფიკატებს აპროტესტებენ

ევროპის ქვეყნებში კოვიდსერტიფიკატებს აპროტესტებენ

საფრანგეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 000 ადამიანი გამოვიდა და ე.წ. მწვანე საშვის შემოღება გააპროტესტა. პოლიციასთან შეტაკებები იყო პარიზში, სადაც დაახლოებით 15 000 მომიტინგე შეიკრიბა. საფრანგეთში ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს, ქვეყნაში კი იზრდება ახალ შემთხვევათა რაოდენობა, თუმცა, როგორც ირკვევა, ყოველი მეოთხე მოქალაქე მხარს უჭერს დემონსტრანტებს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე სელინი არ აპირებს აცრას. მას მიაჩნია, რომ სიცოცხლეც თავისუფლებაა და რომ ხალხმა მთავრობას არ უნდა მისცეს შანტაჟის უფლება.

შვეიცარიაში კი, ქალაქ ლუცერნში, 4 000-ზე მეტი მომიტინგე შეიკრიბა და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები და ვაქცინაციის სისტემა გააპროტესტა. პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა ჟენევაშიც, სადაც 1000-ამდე მომიტინგე გამოვიდა. მათი აზრით, დაწესებული რეგულაციები ზღუდავს ადამიანის სამოქალაქო თავისუფლებას.

იტალიის დედაქალაქში კი 2 საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები იმ შეზღუდვების წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომლებიც მთავრობამ აუცრელ ადამიანებს დაუწესა.

ერთი აქცია პოლიტიკური ჯგუფების ორგანიზებით მოეწყო, მეორე კი რესტორნებისა და ბარების მფლობელებმა გამართეს. ქვეყანაში 6 აგვისტოდან სავალდებულო ხდება ე.წ. მწვანე საშვის წარდგენა ბარებში, რესტორნებში კინოთეატრებში, დახურულ აუზებსა თუ სტადიონებზე შესასვლელად.

Related news
ევროპელი ლიდერების პოზიციაა - ახლო აღმოსავლეთში შეწყდეს იერიშები სტრატეგიულ და სამოქალაქო ობიექტებზე სლოვენიაში არჩევნები უცხოელ ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე ჩატარდება
სხვა ამბები