კატეგორიები

ჯეფ ბეზოსი კოსმოსში მიფრინავს

ჯეფ ბეზოსი კოსმოსში მიფრინავს

დღეს, 20 ივლისს კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი  ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაფრინდება.

მისმა კომპანიამ „ბლუ ორიჯინმა“ კოსმოსში ადამიანების ტრანსპორტირების უფლება ცოტა ხნის წინ მოიპოვა.

ჯეფ ბეზოსი და მისი 53 წლის ძმა, მარკი, პირველები იქნებიან, რომლებიც კოსმოსში ხომალდ „ნიუ შეფარდით“ გაემგზავრებიან.

მგზავრობა დაახლოებით 11 წუთს გაგრძელდება.

„კოსმოსში მოგზაურობაზე ვოცნებობ მას შემდეგ, რაც ხუთი წლის გავხდი. 20 ივლისს ამ მოგზაურობაში ჩემს ძმასთან ერთად გავემგზავრები. ეს იქნება უდიდესი მოგზაურობა ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად“, – დაწერა ბეზოსმა “ინსტაგრამის” ოფიციალურ გვერდზე.

დაკავშირებული ამბები
მუნდიალის სომალელ მსაჯს აშშ-ში შესვლა აეკრძალა გერმანია და ავსტრალია თავდაცვის მიმართულებით ურთიერთობებს აღრმავებენ
სხვა ამბები