მთავარიმსოფლიოევროპაანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია სავალდებული არ უნდა გახდეს

ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია სავალდებული არ უნდა გახდეს

"დელტა" შტამის გავრცელებასთან ერთად ევროპის ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესი ჩქარდება

ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, ვაქცინაციის პროცესი გერმანიაშიც შენელდა. ეს კიდევ უფრო ართულებს ქვეყნისთვის “დელტა” შტამთან გამკლავებას.

მოსახლეობის დაახლოებით 43 პროცენტი სრულად არის ვაქცინირებული. კანცლერი ანგელა მერკელი მოსახლეობის დარჩენილ ნაწილსაც მოუწოდებს ვაქცინაციისაკენ, თუმცა არ ფიქრობს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს.

”რაც საფრანგეთმა შემოგვთავაზა, იმის გაკეთებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვაქცინაციის პროცესს ხელი უნდა შევუწყოთ, ვინაიდან მსურველი უფრო ნაკლებია, ვიდრე ვაქცინების რაოდენობა“, – ამბობს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულოა. ამასთანავე, მისმა მთავრობამ იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან აცრილი, ახალი შეზღუდვები დაუწესა.

„ქვეყანაში ძალიან ცოტა მოზარდია სრულად აცრილი. მათ და მათ ოჯახებს, შესაძლოა, ძალიან მძიმე ზაფხული ჰქონდეთ ამის გამო. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის მინისტრი განიხილავს ახალ რეგულაციებს, რომლებიც აგვარიდებს მოსალოდნელ საფრთხეს“, – განაცხადა საფრანგეთის მთავრობის სპიკერმა გაბრიელ ატალიმ.

კორონავირუსით გარდაცლილი ადამიანების დღიური მაჩვენებელი რუსეთში ყოველდღიურად იზრდება. ბევრი ამის მიზეზად მოსახლეობის გაუფრთხილებლობას მიიჩნევს. დელტა ვარიანტის გავრცელებასთან ერთად, რუსი მოქალაქეების დიდი ნაწილი ვაქცინის გაკეთებას არ ჩქარობს.

ევროპის მასშტაბით ქვეყნები ცდილობენ დააჩქარონ ვაქცინაციის პროგრამები, რადგან ახალი  დელტა ვარიანტი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. ესპანეთში ახალგაზრდები მთელი ღამით  დგანან რიგში, რომ აიცრან. ამჟამად ქვეყანაში ვაქცინაცია 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend