კატეგორიები

კიევში პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება

კიევში პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება

კიევში უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში დღეს, 23 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება. შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება.

კიევში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები: უკრაინის პრემიერთან, დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარესთან, დმიტრო რაზუმკოვთან.

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.

 

დაკავშირებული ამბები
კიევში მიესალმებიან კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „ჯოჯოხეთური სანქციების“ მიღებას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კანადა უკრაინას 350 მილიონ კანადურ დოლარს გამოუყოფს
სხვა ამბები