კატეგორიები

ბარსელონაში სეპარატისტი ლიდერების შეწყალება გააპროტესტეს

ბარსელონაში  სეპარატისტი ლიდერების შეწყალება გააპროტესტეს

ბარსელონაში ნაციონალისტების აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის მიერ ცხრა კატალონიელი სეპარატისტი ლიდერის შეწყალება გააპროტესტეს.

ესპანეთის მთავრობის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში სამოქალაქო შერიგების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

შეწყალება არ გავრცელდა კატალონიის მთავრობის ყოფილ პრეზიდენტ კარლეს პუჩდემონზე, რომელმაც 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადება სცადა.

„დღეს მთავრობამ შეიწყალა ადამიანები, რომლებიც 2017 წელს სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდნენ. ეს ღალატის ყველაზე მძიმე შემთხვევაა უახლესი ისტორიიდან. ჩვენ შეთქმულები დავაპატიმრეთ, ისინი კი მათ ათავისუფლებენ. სეპარატისტები თავად ამბობენ, რომ ისინი დანაშაულს კვლავ ჩაიდენენ. მინდა მათ ვუთხრა, რომ ისინი კვლავ ციხეში აღმოჩნდებიან“, – აცხადებს პარტია „ვოქსის“ წევრი იგნასიო გარიგა.

 

 

დაკავშირებული ამბები
ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ხოსე ზაპატეროს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ესპანეთი ევროკავშირისგან მოითხოვს, გააუქმოს ისრაელთან გაფორმებული „ასოცირების შეთანხმება“
სხვა ამბები