კატეგორიები

ელიტური კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტს წარედგინება

ფრაქცია ”ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგენს ინიციატივას ელიტური კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს სახელმწიფო შესყიდვებში არსებული სისტემური კორუფცია და გამოიკვლიოს პანდემიის დროს განხორციელებული საგანგებო შესყიდვები, სადაც შესაძლო კორუფციული ინტერესები იკვეთება.

გარდა ამისა, კომისია გამოიკვლევს ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების საეჭვო გამდიდრების ფაქტებს  და სამართალდამცველი ორგანოების სავარაუდო უმოქმედობის მიზეზებს.

 

დაკავშირებული ამბები
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია სამხრეთაფრიკელ უფლებადამცველს მიენიჭა ბუნების დაცვის წარმატებული მაგალითები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ველური ბუნებისთვის იმედი ჯერ კიდევ არსებობს
სხვა ამბები