ვლადიმერ პუტინი აგრძელებს ზეწოლას თავის პოლიტიკურ ოპონენტებზე. მოსკოვის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პოლიტიკური ორგანიზაცია უკანონო და ექსტრემისტულია.
ახალი დადგენილება ძალაში დაუყონებლივ შედის და კრძალავს იმ ადამიანების სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებას, რომლებიც ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდთან არიან დაკავშირებული.
ნავალნის ბევრ მოკავშირეს იმედი ჰქონდა, რომ 19 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატებისთვის იბრძოლებდნენ.
ექსტრემისტთა იარლიყი ასევე ითვალისწინებს ხანგრძლივ პატიმრობას იმ აქტივისტებისთვის, რომლებიც ამ ორგანიზაციასთან მუშაობდნენ და თანხას სწირავდნენ.
ადვოკატი ივან პავლოვი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ელოდა ამ შედეგს.
იგი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისთვის უბრალო ხალხის მთავრობის შეცვლის სურვილი ექსტრემისტულია. ადვოკატის აზრით, მთავრობის ცვლილება კონსტიტუციური პრინციპია.
ნავალნი იანვარში გერმანიიდან დაბრუნებისას დააკავეს. იგი 5 თვის განმავლობაში რეაბილიტაციის კურსს გადიოდა მოწამვლის გამო, რაშიც იგი რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს. თუმცა რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს.
თებერვალში ნავალნის 2,5 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან მან 2014 წლის საქმეზე პირობითი მსჯავრით გათვალისწინებული პუნქტები დაარღვია.
ნავალნის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.