კატეგორიები

კარლ ჰარცელი – იმედი მაქვს, ამნისტიის კანონთან დაკავშირებით ერთ დოკუმენტზე შეთანხმება მოხდება

კარლ ჰარცელი – იმედი მაქვს, ამნისტიის კანონთან დაკავშირებით ერთ დოკუმენტზე შეთანხმება მოხდება

იმედი მაქვს, ამნისტიის კანონთან დაკავშირებით ერთ დოკუმენტზე შეთანხმება მოხდება, რაც 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ვალდებულებაა,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დრომდე ამნისტიის კანონთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩატარებული.

„ჯერჯერობით ჩვენ ვნახეთ, რომ ამნისტიის კანონთან დაკავშირებით სასარგებლო სამუშაო ჩატარდა. ასევე პოზიტიურად ვარ განწყობილი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებითაც. ჩვენ მალე ვიხილავთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ოდირის დასკვნას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც კარგი საფუძველი იქნება. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, ამაზე მუშაობა ახლა იწყება. იმედი მაქვს ამ შემთხვევაშიც იგივე სულისკვეთება იქნება გაზიარებული“,- აღნიშნა ელჩმა.

Related news
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი კვლავ არ ჩანს - ვარაუდობენ, რომ იგი მძიმედ არის დაშავებული პუტინი ამბობს, რომ მოსკოვი არ უნდა დაელოდოს, „როდის მიუხურავს კარს“ ევროპა რუსულ ენერგორესურსებს
სხვა ამბები