კატეგორიები

ევროკავშირის ქვეყნები კოვიდსერტიფიკატით 1 ივლისიდან ისარგებლებენ

ევროკავშირის ქვეყნები კოვიდსერტიფიკატით 1 ივლისიდან ისარგებლებენ

პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვნად  დააზარალა.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული შეზღუდვების ფონზე მოგზაურობა მაინც შესაძლებელია, ქვეყნის საზღვრების გადაკვეთისგან მოგზაურები თავს მაინც იკავებენ.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენა შესაძლებელია ვაქცინაციითა და ე.წ. მწვანე სერტიფიკატების გამოყენებით.

[br]ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები კოვიდ სერტიფიკატების გამოყენებას 1 ივლისიდან შეძლებენ.

“ევროკავშირის კოვიდსერტიფიკატი არის მტკიცებულება იმისა, რომ ევროპის ქვეყნებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ და  იმოქმედონ. პირველი ივლისიდან სერტიფიკატი ხელმისაწვდომი იქნება ევროკავშირის ქვეყნებისთვის  და ის განსაზღვრავს გლობალურ სტანდარტს ტურიზმის ინდუსტრიისთვის“, – განაცხადა მარგარიტ შინასიმ.

 

დაკავშირებული ამბები
უნგრეთი მიანიშნებს, მზადაა რუსეთის მოქალაქეების მათ შორის პატრიარქ კირილეს სანქციები დაუწესოს ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ხოსე ზაპატეროს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
სხვა ამბები