კატეგორიები

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოპონენტები კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოპონენტები კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოპონენტებმა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის დიდი ხნის ლიდერისა და მოქმედი პრემიერის ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობა შესაძლოა დასრულდეს.

შეთანხმებამ მოქალაქეებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

ახლა ჯერი ქნესეთზე ან პარლამენტზეა, შეთანხმება კენჭისყრაზე უნდა დამტკიცდეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაძაბულობამ მას შემდეგ იმატა, რაც 2 ივნისს, საღამოს, ნეთანიაჰუს ოპონენტებმა ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

[br]ორივე პოზიციის მხარდამჭერები „კფარ მაკაბის“ სასტუმროსთან შეიკრიბნენ, სადაც ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი და მისი მთავარი მოკავშირე ნაფტალი ბენეტი ნეთანიაჰუს სხვა ოპონენტებს შეხვდნენ, რათა გაეფორმებინათ კოალიციური შეთანხმება. ნეთანიაჰუს მხარდამჭერებს არ სურთ ისეთი მთავრობა, რომელსაც ლაპიდი ან ბენეტი უხელმძღვანელებს.

შეთანხმება ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს ქნესეთმა ან პარლამენტმა. კენჭისყრა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გაიმართება. თუ შეთანხმება დამტკიცდა, ეს ნიშნავს, რომ ლაპიდი და მისი პარტნიორები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან, ნეთანიაჰუს 12-წლიან მმართველობას დაასრულებენ.

Related news
დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელებმა პალესტინელების ათეულობით სახლი და სხვა ნაგებობა დაანგრიეს ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ავსტრალიის პრემიერს ენტონი ალბანესს შეხვდა
სხვა ამბები