კატეგორიები

11 მაისიდან დღემდე ისრაელსა და ღაზის სექტორში 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

11 მაისიდან დღემდე ისრაელსა და ღაზის სექტორში 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ისრაელსა და პალესტინელთა შორის შეტაკებები არ წყდება.

ისრაელის ავიაიერიშის შედეგად ღაზის სექტორში 14-სართულიანი შენობა დაინგრა. ამის შემდეგ ტერორისტული დაჯგუფების, ”ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელის მიმართულებით ათობით ჭურვი ისროლეს.

ისრაელის არმიასა და ღაზის სექტორში მოქმედ რადიკალურ დაჯგუფებებს შორის ორმხრივი სარაკეტო დარტყმების შედეგად 9 მაისიდან დღემდე 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვები.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სდეროთზე განხორციელებულ სარკეტო თავდასხმას 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა.

 

ბოლო სამი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები ყველას 2014 წელს ისრაელსა და პალესტინას შორის ყველაზე მწვავე დაპირისპირებას ახსენებს.

ძალადობის ფაქტები გრძელდება ისრაელის იმ რაიონებშიც, სადაც ებრაელები და არაბები არიან დასახლებულები.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოძალადეთა ჯგუფები თავს ესხმიან როგორც ებრაელებს, ასევე არაბებს.

ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, ამ დრომდე 370-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

დაძაბულობა ისრაელსა და პალესტინას შორის, 7-8 მაისს იერუსალიმში მდებარე ალ-აქსას მეჩეთში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების შემდეგ გამწვავდა.

აღმოსავლეთი იერუსალიმის შეიხ ჯარაჰის რაიონში ისრაელელებით დასახლებულ ნაწილში პალესტინელ ოჯახებს საკუთარი საცხოვრებლებიდან გამოსახლება ემუქრებათ.

საბრძოლო მოქმედებები 11 მაისს დაიწყო.

 

Related news
დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელებმა პალესტინელების ათეულობით სახლი და სხვა ნაგებობა დაანგრიეს ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ავსტრალიის პრემიერს ენტონი ალბანესს შეხვდა
სხვა ამბები