კატეგორიები

ინგლისი, ირლანდია, იტალია და დანია – შეზღუდვებს ეტაპობრივად აუქმებენ

ინგლისი, ირლანდია, იტალია და დანია – შეზღუდვებს ეტაპობრივად აუქმებენ

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების ფონზე ევროპის ქვეყნები შეზღუდვებს ამსუბუქებენ.

ინგლისში 17 მაისიდან რესტორნებსა და ბარებში მომხმარებლებს შიდა სივრცეში მოემსახურებიან.

,,ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ახლო კონტაქტი, როგორიც ჩახუტებაა, ამ დაავადების გადაცემის პირდაპირი გზაა. ამიტომ გთხოვთ, იფიქროთ თქვენი ახლობლების ჯანმრთელობაზე, მოიკითხეთ, ჰქონდათ თუ არა მათ გაკეთებული ვაქცინის ორი ერთი ან ორი დოზა. უკვე დროა, ვაქცინა ამოქმედდეს “, – განაცხადა ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

იტალიის სამ რეგიონში შეზღუდვები ჯერ კიდევ მოქმედებს. როგორც სიცილია, ისე სარდინია ერთი კვირის განმავლობაში ნარინჯისფერ ზონაში იქნება, ხოლო იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ვალე დ’აოსტა ნაკლებად ნარინჯისფერ ზონაში რჩება.

ამავდროულად, დანიაში ინტენსიური ტესტირება ტარდება და შეზღუდვებიც მსუბუქდება.

ბარებსა ან რესტორნებში ყოფნის დროს აუცილებელია კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

ტესტირებაზე მაღალი მოთხოვნის გამო ქვეყანაში ახალი კოვიდცენტრების გახსნა პრიორიტეტული გახდა.

 

დაკავშირებული ამბები
უნგრეთი მიანიშნებს, მზადაა რუსეთის მოქალაქეების მათ შორის პატრიარქ კირილეს სანქციები დაუწესოს ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ხოსე ზაპატეროს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
სხვა ამბები