მთავარიამბებითურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ - საელჩო განცხადებას ავრცელებს

თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ – საელჩო განცხადებას ავრცელებს

თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ გამცხადებას თურქეთში საქართველოს საელჩო ფეისბუკის გვერდზე აქვეყნებს.
თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ მ/წლის 29 აპრილის 19:00 საათიდან 17 მაისის 05:00 საათამდე.

აღნიშნულ პერიოდში, დახურული იქნება ყველა სავაჭრო და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტი, გარდა ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დაწესებულებებისა, როგორიცაა აფთიაქი, მარკეტი და სხვ. კაფე-ბარები, რესტორნები და სხვა კვების ობიექტები იმუშავებენ მხოლოდ გამოძახების/ადგილზე მიტანის რეჟიმში;

სურსათის ქსელური მაღაზიები, იმუშავებენ ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00-17:00 საათებში. ამასთან, მოქალაქეებს გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში.

აღნიშნულ პერიოდში, ასევე, იზღუდება საქალაქთაშორისო მიმოსვლა, გადაუდებელი შემთხვევების გარდა. მოქალაქეებს, ნებისმიერი სახის ტრანსპორტით (ავტობუსი, მატარებელი, გემი, თვითმფრინავი) საქალაქთაშორისო გადაადგილებისთვის საჭირო ნებართვის აღება შეუძლიათ e-Devlet სისტემიდან და/ან ALO 199 ცხელი ხაზის საშუალებით. მგზავრობისას, მოქალაქემ უნდა წარადგინოს ე. წ. ,,HES“ კოდი.

ამასთან, ძალაში რჩება სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შემომავალი უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის და ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსების ვალდებულება (https://register.health.gov.tr) .

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend