კატეგორიები

NATO -ს სამიტი 2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება

NATO -ს სამიტი 2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება

NATO-ს ლიდერების სამიტი 2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების მიხედვით, სამიტზე გადაწყვეტილებას მიიღებენ NATO 2030-ის დღის წესრიგზე.

„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა გავაძლიეროთ ნატო, როგორც სიმბოლო ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მტკიცე კავშირისა. ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ ალიანსის არსებით და პერსპექტიულ NATO 2030-ის დღის წესრიგზე, რათა გავუმკლავდეთ დღევანდელი და ხვალინდელი დღის გამოწვევებს.

რუსეთის აგრესიული ქმედებები, ტერორიზმის საფრთხე, კიბერთავდასხმები, კლიმატის ცვლილებების ზეგავლენა უსაფრთხოებაზე და ჩინეთის აღზევება“, – ნათქვამია NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.

დაკავშირებული ამბები
ჰორმუზის სრუტეში ირანის თავდასხმებმა საზღვაო მიმოსვლა შეაფერხა დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი NATO-ს თავს არ დაესხმება
სხვა ამბები