მთავარიამბებიშარლ მიშელი საქართველოში ჩამოდის

შარლ მიშელი საქართველოში ჩამოდის

ვიზიტის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 19 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ქართველი პოლიტიკოსების მიერ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის დასრულდების შემდეგ განაცხადა.

“ძვირფასო მეგობრებო, ეს შეთანხმება არ არის ფინიშის ხაზი, ეს შეთანხმება არის საწყისი წერტილი, საწყისი წერტილი თქვენი სამუშაოსთვის, რომელიც უნდა გასწიოთ საქართველოს დემოკრატიულობის კონსოლიდაციის გზაზე და თქვენი სამუშაოსთვის, რომელიც უნდა გასწიოთ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გზაზე. საქართველოს მოქალაქეებს თქვენი იმედი აქვთ, რომ თქვენ ფოკუსირებას მოახდენთ საქართველოში არსებულ გამოწვევებზე, რომელიც უკავშირდება ეკონომიკას, კოვიდ -19 -ის პანდემიას და რეფორმებს კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის სფეროში, რეგიონალური გამოწვევების მიმართულებით, მაგრამ, ასევე, იმედი აქვთ, რომ ფოკუსირებას მოახდენთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობაზე. –

„სიამოვნებით მინდა განვაცხადო, რომ ხვალ ჩამოვდივარ საქართველოში ყველა თქვენგანთან შესახვედრად, აგრეთვე იმისთვის, რომ გამოვხატო ნდობა და თქვენთან ერთად განვიხილო, როგორ გადავდგათ მეტი ნაბიჯი ერთად საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გასაძლიერებლად. მოუთმენლად ველი თქვენთან ხვალინდელ შეხვედრას. მადლობა და საუკეთესოს გისურვებთ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელმა იმ პარტიებსაც მიმართა, ვინც დღეს შეთანხმების დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს და გაერთიანების პერსპექტივის განხილვა სთხოვა საქართველოს ინკლუზიური, მულტიპარტიული დემოკრატიული მომავლისთვის.

„და ბოლოს, მე მჯერა, რომ დღევანდელი ახალი თავი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთულ რეგიონალურ კონტექსტში. რეგიონი დგას ბევრი გამოწვევის წინაშე, რაც მთიანი ყარაბაღის საკითხმა მტკივნეულად შეგვახსენა, დღეს კი სამხედრო წარმომადგენლობის ზრდა უკრაინის საზღვრის გასწვრივ და არალეგალურად ანექსირებულ ყირიმში, არის შეშფოთების საგანი. ის თუ როგორ უპასუხეთ ქვეყანაში არსებულ ჩიხურ მდგომარეობას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ რეგიონალურ კონტექსტში, ეს კრიზისის გადაჭრის ნამდვილად ევროპული გზაა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend