კატეგორიები

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა 19:00 საათზე გაიმართება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა კიდევ ერთხელ, 19:00 საათამდე გადაიდო. უცნობია, რა მიზეზით მოხდა ჩანიშნული შეხვედრის კიდევ ორი საათით გადადება.

შეხვედრა თავდაპირველად 14:00 საათზე დაანონსდა, შემდეგ კი 17:00 საათამდე გადაიწია.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მონაწილეობით ჩატარდება.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის პრესსპიკერი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელსაც დღეს შარლ მიშელი წარმოადგენს.

ამასთან, როგორც ცნობილია, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა.

დაკავშირებული ამბები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2050 წლისთვის კიბოს შემთხვევების მკვეთრ მატებას პროგნოზირებს კატარისა და მექსიკის კულტურის წელი ორ ქვეყანას შორის კულტურულ კავშირს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც აძლიერებს
სხვა ამბები