კატეგორიები

სახელმწიფო დეპარტამენტი კრემლს უკრაინის საზღვართან პროვოკაციების შესახებ განმარტებას სთხოვს

სახელმწიფო დეპარტამენტი კრემლს უკრაინის საზღვართან  პროვოკაციების შესახებ განმარტებას სთხოვს

სახელმწიფო დეპარტამენტი კრემლს უკრაინის საზღვართან ბოლო პერიოდის პროვოკაციების შესახებ განმარტებას სთხოვს.

“ვაშინგტონისთვის შემაშფოთებელი იქნება მოსკოვის ნებისმიერი მცდელობა, დააშინოს უკრაინა – იმის მიუხედავად, სად მოხდება ეს- რუსეთის თუ უკრაინის ტერიტორიაზე”, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეტ პრაისმა.

რამდენიმე დღეა ვითარება სულ უფრო იძაბება უკრაინის აღმოსავლეთით, სადაც რუსეთი სწრაფად ზრდის სამხედრო წარმომადგენლობას და მძიმე ტექნიკის გადაადგილებას აგრძელებს.

 

დაკავშირებული ამბები
ყირიმის ხიდის კონსტრუქციის ნაწილი ჩაინგრა უკრაინული იერიშების შედეგად Starlink-ზე შეზღუდვების ფონზე, უკრაინამ ყირიმის ხიდს დაარტყა
სხვა ამბები