კატეგორიები

ჰარვი ვაინშტაინმა სასამართლო განაჩენი გაასაჩივრა

ჰარვი ვაინშტაინმა სასამართლო განაჩენი გაასაჩივრა

ჰარვი ვაინშტაინის სასამართლო განაჩენის გამოტანიდან ერთი წლის თავზე ჰოლივუდის პროდიუსერის ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

ვაინშტაინის ადვოკატების განცხადებით, მედიისა და საზოგადოების ზეწოლის შედეგად სასამართლო პროცესი მიკერძოებულად ჩატარდა.

 
ადვოკატების თქმით, ნაფიც მსაჯულთა სიის შედგენისას შეცდომები იქნა დაშვებული, ხოლო პროკურატორის მიერ წაყენებული მტკიცებულებები ნაკლოვანებებს შეიცავდა.

69 წლის ჰარვი ვაინშტაინს ბრალი 2020 წლის თებერვალს გაუპატიურების ორ შემთხვევაზე დაუმტკიცდა, რის შედეგადაც მას 23-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

ჰოლივუდის პროდიუსერის თქმით, იგი უდანაშაულოა და სექსუალური აქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპის თქმით, არ გეგმავს ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნას აშშ-ის პრეზიდენტი ირანს სამხრეთ ფარსის საბადოს განადგურებით ემუქრება
სხვა ამბები