ამერიკის შეერთებულ შტატებში ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლით ტრანსატლანტიკური სავაჭრო ურთიერთობის განახლების შანსი იზრდება.
ოთხწლიანი სავაჭრო დაპირისპირების შემდეგ მხარეები იმედოვნებენ, რომ ახალი პარტნიორობის დრო დადგა. მათ მიაჩნიათ, რომ ევროკავშირისა და ამერიკის თანამშრომლობით კორონავირუსის გამო დასუსტებული ეკონომიკა კვლავ გაძლიერდება.
24 მარტს ამერიკის სავაჭრო პალატასა და ევროკავშირს შორის სამდღიანი ონლაინკონფერენცია დაიწყო, რომელზეც განხილული იქნება, თუ რამდენად მჭიდროდ ითანამშრომლებენ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ვაჭრობის, კლიმატის ცვლილებისა და ციფრული ეკონომიკის საკითხებში.
ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჯერ კიდევ თებერვალში საუბრობდა:
„ვიცი, რომ ბოლო წლებმა ტრანსატლანტიკური ურთიერთობები დაასუსტა. მაგრამ ამირიკის შეერთებული შტატები მზადაა, ევროპასთან ურთიერთობები გაამყაროს, თანამშრომლობა გააგრძელოს, დაიბრუნოს ნდობა და კვლავ ლიდერი გახდეს“,- ჯო ბაიდენი.
ამ განცხადებას მალევე მოჰყვა რეაგირება.
მარტის დასაწყისში ახალმა ადმინისტრაციამ ევროკავშირთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ოთხი თვით მოიხსნა ყველა ის დაწესებული ტარიფი, რომლებიც საჰაერო კომპანიების სუბსიდირებას მოჰყვა.
მართალია, ეს ხანგრძლივი კონფლიქტის დასასრული არ არის, მაგრამ ბაიდენის მონდომებას დადებითად აფასებს ევროკავშირში ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი სუზან დეინჯერი.
„ეს კარგი ნიშანია. 10 დღის წინ პრეზიდენტ ბაიდენსა და პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენს შორის საუბარი შედგა. ისინი ტარიფების ოთხთვიან შეჩერებაზე შეთანხმდნენ. ეს პირველი ნაბიჯია. შემდეგი ნაბიჯი ალუმინის ტარიფებთან დაკავშირებით უნდა გადაიდგას. სასურველია, რომ ეს ტარიფები საერთოდ მოიხსნას”, – განაცხადა სუზან დეინჯერმა.
პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ბაიდენის ადმინისტრაციას დილემის წინაშე აყენებს.
მას შემდეგ, რაც ტრამპმა ევროპულ რკინასა და ალუმინზე ტარიფები დააწესა, ბრიუსელმა ტარიფები შემოიღო ამერიკული საქონლის ექსპორტზე, მაგალითად, ვისკიზე, ჯინსებსა და ჰარლი-დავიდსონის მოტოციკლეტებზე.
ბაიდენმა არჩევანი უნდა გააკეთოს. ამერიკული რკინის ინდუსტრია რკინაზე დაწესებულ ტარიფებს ემხრობა, შედეგად მას ამ ტარიფების შენარჩუნება უწევს.
თუმცა თუ ის ტარიფებს არ მოხსნის, მაშინ ევროკავშირი თავის ტარიფებს ავტომატურად 1 ივნისს გააორმაგებს, რაც ამერიკული საქონლის ექსპორტს დიდ პრობლემებს შეუქმნის.
კიდევ ერთი საკითხი ციფრული გადასახადებია. ევროკავშირს სურს, გადასახადები ტექნიკურ გიგანტებს დააკისროს.
ეკონომისტ ჯო ქუინლანს სჯერა, რომ მხარეები საერთო ენას გამონახავენ.
„არ ვიცი, როგორ მიიღებს ვაშინგტონი ან ტექნოლოგიური ინდუსტრია ციფრულ გადასახადებს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ დიალოგი დაწყებულია. აქამდე ისინი არცერთ თემას არ განიხილავდნენ“, – განაცხადა ჯო ქუინლანმა.
სავაჭრო საკითხებთან დაკავშირბული დაძაბულობა ყოველთვის არსებობდა, თუმცა ახლა მათი მოგვარების შანსი ნამდვილად არსებობს.
საქართველო
ევროპა
მსოფლიო
ბიზნესი
კულტურა
სპორტი
კუბი
More
კატეგორიები
-
საქართველო
-
ევროპა
-
მსოფლიო
-
ბიზნესი
-
კულტურა
-
სპორტი
-
კუბი
-
Moreსერვისებიამინდი
კატეგორიები
საქართველო
ევროპა
ევროპა
Categories
უკრაინა
რუსეთი
გერმანია
საფრანგეთი
Programmes
Smart Regions
CULT
"ბილბორდი" ევრონიუს ჯორჯიაზე
თვითმხილველი
გლობალური საუბარი
მსოფლიო
მსოფლიო
Categories
European Union
აზია
აფრიკა
ამერიკა
ავსტრალია
Programmes
პრიზმა
წინანდლის ფესტივალი 2023
Scenes
ოკეანე
European Stories
ბაკურიანი 2023
ბიზნესი
ბიზნესი
Categories
ტექნოლოგია
საზოგადოება
ფოკუსი
პერსპექტივა
ბრიუსელის ბიურო
Programmes
Explore
ნამდვილი ეკონომიკა
ეკონომიკა
ბიზნესპლანეტა
Europe Decoded
QATAR 365
More
More
Special coverage
უკრაინა
რუსეთი
საფრანგეთი
გერმანია
გაერთიანებული სამეფო
იტალია
ესპანეთი
პარტნიორის კონტენტი
დღის ამბები
ევრონიუს ჯორჯიას სტუმარი
მთავარი ამბავი
სერვისები
ამინდი