კატეგორიები

ოშპიტელი-გუდამაყრის გზაზე კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა, 22 სოფელი გარე სამყაროს მოწყდა

ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, უხვი ნალექის გამო კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 22 სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს.

„შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა, კვლავ არსებობს კლდოვანი ფერდობის ჩამოშლის საშიშროება, ამიტომ გაწმენდითი სამუშაოები ამ ეტაპზე არ დაწყებულა. მუნიციპალიტეტმა შესაბამისი რეკომენდაციებისთვის მიმართა საინჟინრო გეოლოგიური კვლევისა და რისკების შეფასების სააგენტოს, ასევე, სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება შესაბამისი სპეციალისტების მიერ საკითხის შესწავლის და რეკომენდაციების გაცემის შემდგომ.

დაკავშირებული ამბები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2050 წლისთვის კიბოს შემთხვევების მკვეთრ მატებას პროგნოზირებს კატარისა და მექსიკის კულტურის წელი ორ ქვეყანას შორის კულტურულ კავშირს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც აძლიერებს
სხვა ამბები