საქართველოს შავი ზღვის შელფზე აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანია OMV Petrom S.A – ი ნავთობისა და გაზის კვლევა – ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს განახორციელებს. შესაბამის კონტრაქტს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი 10 მარტს მოეწერა. ამით საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს.
ხელმოწერამდე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კომპანია OMV Petrom S.A – ის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება თანამშრომლობას ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი OMV – ის შვილობილ კომპანია OMV Petrom S.A – თან და მზადაა, მხარი დაუჭიროს მას პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში.
კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას – ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად. „OMV PETROM“ – ი ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი „OMV“ – ის შვილობილი კომპანია.
კონტრაქტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა და OMV Petrom S.A – ის კომპანიის ბიზნესის განვითარებისა და კომერციულმა დირექტორმა ხოსე რაფაელ დუქუე-რამირესმა და ამავე კომპანიის ბიზნესის შეფასებისა და კვლევების დირექტორმა ბერნჰარდ კრაინერმა. ხელმოწერას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი 2020 წლის 22 ივნისს ჩაატარა, რომლის დროსაც II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია OMV PETROM S.A.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს ორ და სამ განზომილებიანი სეისმოსაძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე. ანალოგიური პროექტის ღირებულება – რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV – ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარია.
შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან საძიებო ოპერაციები ხორციელდება თურქეთში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში. ძებნა-ძიების შედეგად აღმოჩენილია ნახშირწყალბადების დიდი საბადოები რუმინეთსა და უკრაინაში, ახლოსაა კომერციულ აღმოჩენასთან ბულგარეთი, სადაც OMV PETROM ი კომპანია ოპერირებს. 2005 – 2019 წლებში გადასახადის სახით აღნიშნულ კომპანიას რუმინეთში გადახდილი აქვს 30.4 მლრდ ევრო.
საქართველო
ევროპა
მსოფლიო
ბიზნესი
კულტურა
სპორტი
კუბი
More
კატეგორიები
-
საქართველო
-
ევროპა
-
მსოფლიო
-
ბიზნესი
-
კულტურა
-
სპორტი
-
კუბი
-
Moreსერვისებიამინდი
კატეგორიები
საქართველო
ევროპა
ევროპა
Categories
უკრაინა
რუსეთი
გერმანია
საფრანგეთი
Programmes
Smart Regions
CULT
"ბილბორდი" ევრონიუს ჯორჯიაზე
თვითმხილველი
გლობალური საუბარი
მსოფლიო
მსოფლიო
Categories
European Union
აზია
აფრიკა
ამერიკა
ავსტრალია
Programmes
პრიზმა
წინანდლის ფესტივალი 2023
Scenes
ოკეანე
European Stories
ბაკურიანი 2023
ბიზნესი
ბიზნესი
Categories
ტექნოლოგია
საზოგადოება
ფოკუსი
პერსპექტივა
ბრიუსელის ბიურო
Programmes
Explore
ნამდვილი ეკონომიკა
ეკონომიკა
ბიზნესპლანეტა
Europe Decoded
QATAR 365
More
More
Special coverage
უკრაინა
რუსეთი
საფრანგეთი
გერმანია
გაერთიანებული სამეფო
იტალია
ესპანეთი
პარტნიორის კონტენტი
დღის ამბები
ევრონიუს ჯორჯიას სტუმარი
მთავარი ამბავი
სერვისები
ამინდი