კატეგორიები

ევროპარლამენტმა კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის კარლეს პუჩდემონის და ორი სეპარატისტული მთავრობის წევრის იმუნიტეტის მოხსნას მხარი 9 მარტს დაუჭირა. პუჩდემონისათვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნა ევროპარლამენტს ესპანეთის სასამართლომ გაუგზავნა, რომელიც აპირებს ბრალი წაუყენოს  კატალონიის ყოფილ პრეზიდენტს  დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზებაში.

კატალონიის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ იმუნიტეტის მოხსნის შემთხვევაშიც განაგრძობს ბრძოლას ბოლომდე.

,,ჩვენ ბოლო წუთებამდე ვაპირებთ ბრძოლას, ევროპარლამენტშიც და ევროპულ სასამართლოშიც, თუ იქ წასვლა მოგვიწევს. არ ვაპირებთ, უკან დახევას”, -განცხადა კარლეს პუჩდემონმა.

დაკავშირებული ამბები
ოფიციალური მადრიდი მექსიკაში მოკლული 21 წლის ესპანელი სტუდენტის მკვლელობის გამოძიებას მოითხოვს მადრიდის ცნობით, სეუტაში 80 000 მიგრანტი იყო გადასული
სხვა ამბები