კატეგორიები

კაპიტოლიუმის შენობასთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

კაპიტოლიუმის შენობასთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

ვაშინგტონში კაპიტოლიუმში მოსალოდნელი შეჭრის საფრთხის გამო წარმომადგენელთა პალატის დღევანდელი სესიები გადაიდო. პოლიციის განცხადებით, ამის მიზეზი 4 მარტისთვის შესაძლო საფრთხის შესახებ დაზვერვისგან მიღებული ინფორმაციაა. უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ისინი ნებისმიერი პოტენციური საფრთხისთვის მზად იყვნენ, რომლის წინაშეც შესაძლოა, კონგრესის წევრები აღმოჩენილიყვნენ. საფრთხის შესახებ გავრცელებული ცნობის შემდეგ წარმომადგენელთა პალატამ სესია შეწყვიტა, თუმცა, სენატი მაინც გეგმავს დებატების გამართვას ჯო ბაიდენი მიერ პანდემიასთან დაკავშირებით წარდგენილი ფინანსური პაკეტის შესახებ.

კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმა 6 იანვარს ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა განახორციელეს, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

U.S. Capitol Police

დაკავშირებული ამბები
აშშ კუბას ორმხრივ ურთიერთობებში „სრულიად ახალი გზის“ მშენებლობას სთავაზობს „ეს როტაციის გადავადებაა“, - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლონეთიდან 4000 სამხედროს გაყვანაზე
სხვა ამბები