მთავარიმსოფლიოევროპა'მეგობრობის ხიდი' პორტუგალია-ესპანეთის საზღვარზე დაკეტილია

‘მეგობრობის ხიდი’ პორტუგალია-ესპანეთის საზღვარზე დაკეტილია

კორონავირუსის პანდემიის გამო 31 იანვრიდან პორტუგალიასა და ესპანეთს შორის საზღვარი ჩაიკეტა, რამაც ორივე ქვეყნის სასაზღვრო მუნიციპალიტეტში არაერთი სირთულე წარმოქმნა. საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნითაა ნებადართული. სასაზღვრო პუნქტების ნაწილი დღის განმავლობაში მხოლოდ შეზღუდული დროით იხსნება.

 
კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის გამო 31 იანვრიდან  პორტუგალიასა და ესპანეთს შორის საზღვარი ჩაიკეტა. საზღვრის გადაკვეთა  მხოლოდ იმ ხალხს შეუძლია, რომელსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება უწევს. საზღვარზე 8  გადასასვლელი პუნქტი მუდმივად ფუნქციონირებს, 7 კი კვირის დღეებში რამდენიმე საათით იხსნება. ერთ-ერთი ასეთი პუნქტია საერთაშორისო ხიდი, რომელიც ვილა-ნოვა-დე-სერვეირასა და ტომინოს აკავშირებს.

400 მეტრის მეგობრობის ხიდი საზღვარს მიღმა მომუშავე ადამიანებს საშუალებას აძლევს, სახლებში რამდენიმე წუთში მივიდნენ. თუმცა ახლა ხიდის ჩაკეტვის გამო მათ გადასასვლელ პუნქტამდე ათეულობით კილომეტრის გავლა უწევთ.

პორტუგალიელი კარლოს სიმოინში  ერთ-ერთი იმათგანია,  ვინც საზღვრის გადაღმა მუშაობს. იგი გალისიაში ცხოვრობს, თუმცა ვილა-ნოვა-და-სერვეირაში ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს. შეზღუდვები უარყოფითად მხოლოდ მის პირად ცხოვრებაზე არ ასახულა. იგი სატვირთოს მძღოლია, ამიტომ ხშირად დღეში 6-ჯერ, უწევს საზღვრის გადაკვეთა და საათობით რიგში დგომა. როდესაც ხიდი გახსნილი იყო, კარლოსს სამსახურამდე მისასვლელად 5 – 6 წუთი სჭირდებოდა, ახლა კი მას 30 კილომეტრის გავლა უწევს. დროც მეტი ეხარჯება, 1 საათი იქამდე მისასვლელად ეკარგება  და დამატებით კიდევ ერთი საათი, უკან რომ დაბრუნდეს. როგორც თავად ამბობს, ამდენი სიარული დამღლელიცაა და ხარჯებთანაც არის დაკავშირებული.

საზღვრისპირა მუნიციპალიტეტების ოფიციალური პირები კი საზღვრის ჩაკეტვას აპროტესტებენ და დახმარებისთვის ევროპულ კომისიას მიმართავენ. ფერნანდო ნოგუეირა ვილა-ნოვა-დე-სერვეირას მერია. მისი განცხადებით, საზღვრის ჩაკეტვამ ძალიან დიდი გავლენა იქონია საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებზე.

2 ქვეყანას შორის საზღვარი სულ 70 კილომეტრია, ამიტომ მუდმივად დატვირთულია მოძრაობა. აქედან ესპანეთსა და პორტუგალიას შორის ტვირთების 50% გადადის. გარდა ამისა, ეს საზღვარი პორტუგალიასა და ევროპას აკავშირებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend