კატეგორიები

აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს

აშშ-ს  საელჩო განცხადებას ავრცელებს

რამდენიმე წუთის წინ აშშ-ს საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება:

“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე” – წერია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალური ფეისბუკის გვერდზე.

დაკავშირებული ამბები
მშვიდობიან მოსახლეობაზე მიტანილი რუსული იერიშები, უკრაინაში მიმდინარე ჰუმანიტარულ მისიებს საფთხეს უქმნიან დონალდ ტრამპის მიერ კანადურ საქონელზე ტარიფების ამოქმედებას სამი დღით აჩერებს
სხვა ამბები