კატეგორიები

ანდერს ფოგ რასმუსენი მხარს უჭერს საქართველოში კანონის უზენაესობას

ანდერს ფოგ რასმუსენი მხარს უჭერს საქართველოში კანონის უზენაესობას

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მხარს უჭერს საქართველოში კანონის უზენაესობას და ქვეყანას თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება ანდერს ფოგ რასმუსენმა „ტვიტერზე“ გააკეთა, რითაც საქართველოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს პარტიის ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას  გამოეხმაურა.

„ის, რაც საქართველოში მოხდა, შემაშფოთებელია. ამით პირველ რიგში ქართველი ხალხი აგებს. მოვუწოდებ თავშეკავებისკენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობას და დემოკრატიას იცავს“,- ნათვქამია ანდერს ფოგ რასმუსენის „ტვიტერშის“ გვერდზე.

დაკავშირებული ამბები
ტალინის აეროპორტში, თვითმფრინავების მომსახურე პერსონალი თვითმავალ ტრანსპორტს გადაჰყავს გარდაიცვალა მარიკარმენ აბასკალი - ესპანეთის სოციალური საპროტესტო მოძრაობის სიმბოლო
სხვა ამბები