კატეგორიები

უკრაინის პრემიერი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

უკრაინის პრემიერი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

ამის შესახებ უკრაინის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ დაწერა.

„ერთმანეთს გავუზიარეთ მომავალი სხდომის მოლოდინები და განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები. ველოდებით ევროკავშირთან კონკრეტული ვადების შეთანხმებას, ასოცირების შეთანხმების მიზნების მიღწევისთვის ყოვლისმომცველი მიმოხილვის პროცესის დასაწყებად. შეთანხმების განხორციელება ხომ უკრაინისა და ევროკავშირის ეკონომიკების დაახლოების საფუძველია,”– წერს უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი.

უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა 11 თებერვალს გაიმართება.

დაკავშირებული ამბები
კიევისთვის ჯერჯერობით უცნობია, დეტალურად რას მოიცავს Patriot-ის წარმოების ლიცენზია კიევის გადაწყვეტილებამ ევროპარლამენტის კრიტიკა და ვარშავის უკმაყოფილება გამოიწვია
სხვა ამბები