კატეგორიები

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის, როკის გვირაბის მონაკვეთზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

 

უწყების ინფორმაციითვე, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასევე  ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. “უკანონო დაკავებებსა და მის თანმდევ მძიმე შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ძალას” – ვკითხულობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

დაკავშირებული ამბები
ოფიციალური მადრიდი მექსიკაში მოკლული 21 წლის ესპანელი სტუდენტის მკვლელობის გამოძიებას მოითხოვს ტრამპის თქმით, რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის ენერგოინფრასტრუქტურას „აღარ შეუტევენ“
სხვა ამბები